Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროგრამა  –  ,,სახელმწიფო  სტიპენდიები  სტუდენტებს“


თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იმ  სტუდენტთა  კორექტირებული სია, რომლებმაც მოიპოვეს გამარჯვება  პროგრამაში  –,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“.


 
 თსუ რექტორის 2021 წლის 8 ივნისის №80/01-01 ბრძანებით  სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრა 102 სტუდენტით (მიღებულია 277 განაცხადი).


 
ვინაიდან,  დასაფინანსებელთა სიაში ბოლო პოზიციაზე გამოიკვეთა ერთნაირი მონაცემების მქონე ექვსი კანდიდატი (გამსვლელი ქულა არის 94,2083) შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭა იმ კანდიდატს, რომელსაც აქვსთ უფრო მაღალი  GPA ასეთი გამოვლინდა სამი სტუდენტი. კომისიის გადაწყვეტილებით, უპირატესობა ენიჭება მაღალი საშუალო ქულის მქონე სტუდენტს. მეტი გამჭვირვალობისათვის სიაში მითითებულია საკონკურსო ქულა, GPA, აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა. ამასთან ერთად, სიაში მყოფ სამ სტუდენტთან მიმართებით მიმდინარეობს მონაცემების გადამოწმება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, სასტიპენდიო კომისიის თავმჯდომარეს, ქალბატონ გენრიეტა ჯოხაძეს ტელეფონის ნომერზე 577211335; 

გისურვებთ წარმატებებს!